სარჩევი
ზღაპაროს ანგარიში ერთია ვებგვერდისა და აპლიკაციისთვის (iPhone და Android). მისი წაშლა ორნაირად შეგიძლიათ.
1 აპლიკაციიდან — მაშინვე
- გახსენით ზღაპარო და შედით ანგარიშში.
- გადადით პროფილზე (ბოლო ჩანართი) და დააჭირეთ ⚙ პარამეტრებს ზედა მარჯვენა კუთხეში.
- აირჩიეთ „ანგარიშის წაშლა“ და დაადასტურეთ.
ანგარიში და მისი მონაცემები სერვერიდან მაშინვე იშლება.
2 აპლიკაციის გარეშე — ელ-ფოსტით
მოგვწერეთ info@zgaparo.ge-ზე იმ ელ-ფოსტიდან, რომლითაც დარეგისტრირდით, სათაურით „ანგარიშის წაშლა“. ანგარიშს 30 დღის განმავლობაში წავშლით და წერილით დაგიდასტურებთ.
3 რა იშლება
- ანგარიში: სახელი, ელ-ფოსტა, პაროლი, ავატარი;
- რჩეულები, მოსმენის ისტორია, ადგილი ზღაპრებში, მედლები, შეფასებები და კომენტარები;
- მშობლის ხმის ჩანაწერები;
- Premium-ის მოქმედი გამოწერა ავტომატურად უქმდება.
4 რა რჩება და რატომ
- ჯადოსნური წიგნის შეკვეთები — ბუღალტრული აღრიცხვისთვის. ბავშვის ფოტო ისედაც იშლება შეკვეთიდან 30 დღეში.
- მხარდაჭერისადმი გაგზავნილი წერილები — მიმოწერის ისტორიისთვის.
- „არ მომწერო“ სია — თქვენი ელ-ფოსტა რჩება მხოლოდ იმისთვის, რომ წერილები აღარ მოგივიდეთ.
5 In English
In the app: Profile tab → ⚙ Settings → “ანგარიშის წაშლა” (Delete account) → confirm. The account and its data are deleted at once.
Without the app: e-mail info@zgaparo.ge from the address you registered with, subject “Delete account”. We delete the account within 30 days and confirm by e-mail.
Deleted: the account, favourites, listening history, progress, medals, ratings, comments and voice recordings; an active Premium subscription is cancelled. Kept: Magic Book orders (accounting; the child’s photo is deleted 30 days after the order anyway), support messages, and the do-not-e-mail list.
კითხვა გაქვთ ამ დოკუმენტზე? მოგვწერეთ და სიამოვნებით აგიხსნით.
დაგვიკავშირდით