სარჩევი
მოგესალმებით ჩვენს პლატფორმაზე – Zgaparo.ge. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია.
1 როდის და რა მიზნით ვაგროვებთ მონაცემებს?
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც სტუმრობთ ვებგვერდს Zgaparo.ge;
- როდესაც იყენებთ პლატფორმის ფუნქციებს;
- როდესაც უშუალოდ თქვენ გვაწვდით ინფორმაციას;
- როდესაც Zgaparo.ge მოიპოვებს ინფორმაციას ლეგალური წყაროებიდან.
2 ინფორმაციის შეგროვების მიზნები
- Zgaparo.ge-ს სერვისებით შეუფერხებელი სარგებლობის უზრუნველყოფა;
- მარკეტინგული აქტივობების განხორციელება;
- კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება;
3 მონაცემთა შენახვის ფორმა
პერსონალური მონაცემები, როგორც წესი, ინახება ელექტრონულად. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია მოპოვებულია მატერიალური ფორმით.
4 პირდაპირი მარკეტინგი
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. გამოგვიგზავნეთ შეტყობინება: info@zgaparo.ge.
5 ინფორმაციის შეგროვების მეთოდები
- ავტომატურად: Cookies, Google Analytics და ა.შ.
- Meta Pixel: როდესაც ვებგვერდზე Facebook-ის ან Instagram-ის რეკლამიდან შემოდიხართ, ასევე რეგისტრაციისა და გადახდისას, Meta Platforms-ს ეგზავნება ინფორმაცია ამ მოქმედების შესახებ (გვერდის ნახვა, რეგისტრაცია, გამოწერის დაწყება ან შეძენა) და ინახება Meta-ს ქუქი-ფაილი, რათა გავზომოთ ჩვენი რეკლამის შედეგები. თქვენი სახელი და ელ-ფოსტა Meta-ს არ გადაეცემა; სხვა დროს, მათ შორის ზღაპრების მოსმენისას, Pixel არ გამოიყენება. რეკლამის პარამეტრების მართვა შეგიძლიათ Facebook-ის ანგარიშიდან, ან მოგვწერეთ: info@zgaparo.ge.
- უშუალოდ თქვენგან: რეგისტრაცია, შეკვეთა და სხვა.
6 რა სახის მონაცემებს ვაგროვებთ?
- სახელი და გვარი;
- საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
7 მონაცემები, რომლებიც არ ექვემდებარება ამ პოლიტიკას
პოლიტიკა არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რომელიც უკვე იყო საჯაროდ ცნობილი.
8 გარე ბმულები და მესამე მხარის ვებგვერდები
Zgaparo.ge-ზე შესაძლოა განთავსებული იყოს სხვა ვებგვერდების ბმულები. იქ გადასვლამდე გირჩევთ, გაეცნოთ შესაბამისი პლატფორმის პირობებს.
9 მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორე
თქვენ კისრულობთ ვალდებულებას, რომ ჩვენთვის მოწოდებული მონაცემები ზუსტი და განახლებულია.
10 თქვენი უფლებები მონაცემთა გამოთხოვაზე
თქვენ სრული უფლება გაქვთ მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ.
11 არასწორი ან მოძველებული ინფორმაციის შესწორება
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა.
12 მონაცემთა გადაცემა მესამე პირებისთვის
თქვენი პერსონალური ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია.
13 კანონმდებლობა და პრეტენზიების განხილვა
წინამდებარე პოლიტიკა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას.
14 ცვლილებები პოლიტიკაში
Zgaparo.ge იტოვებს უფლებას, ცალმხრივად განაახლოს ან შეცვალოს ეს პოლიტიკა კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების გამო.
კითხვა გაქვთ ამ დოკუმენტზე? მოგვწერეთ და სიამოვნებით აგიხსნით.
დაგვიკავშირდით